LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული თავდასხმების შედეგად უკვე განადგურდა ან დაზიანდა 113 ტაძარი: ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსული ძალები მზად არიან გადაწვან ყველაფერი, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესიები.

„სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსული თავდასხმების შედეგად უკვე განადგურდა ან დაზიანდა 113 ტაძარი. მათ შორის არის ძველი ტაძრებიც, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომი გადაიტანეს, მაგრამ ვერ გაუძლეს რუსეთის ოკუპაციას. არის ისეთებიც, რომლებიც 1991 წლის შემდეგ აშენდა. სვიატოჰორსკის ტაძრის აღდგენაც 2001 წელს დაიწყო. ზუსტად 10 ივნისს შესრულდებოდა მშენებლობის დაწყების მორიგი წლისთავი“,- განაცხადა ზელენსკიმ.