წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მოადგილემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ მერიას წერილობით მიმართა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზად, ლაშა ზარქუა ამბობს, რომ ის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას გრძნობს.
„იცით, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი თვის განმავლობაში ბიუჯეტი ვერ დამტკიცდა და მერიის შესაბამისი სამსახურებს უწევდათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა. ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც გამოიცა მთავრობის განკარგულება სოფლის მხარდამჭერი პროგრამის შესახებ. დადგენილებით გაწერილი ვადებში ჩვენ რეალურად მოვახდინეთ შეხვედრები, შეკრებები, პროექტებზე საუბარი და ა.შ. ტექნიკური მხარე, რაც ვადებში ვერ ჩაეტია, მიუხედავად იმისა, რომ ფული რაიონს არ დაუკარგავს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ყველა ის პროექტი განხორციელდება, რაც მოსახლეობამ დაგეგმა. მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ირიბად თუ პირდაპირ ვგრძნობ საკუთარ პასუხისმგებლობას ამის თაობაზე და გავაკეთე განცხადება გადადგომის შესახებ“, – განაცხადა ლაშა ზარქუამ.
