LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიგერიაში, ეკლესიაში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, დაღუპულია სულ მცირე 50 ადამიანი

თავდასხმას ნიგერიაში სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა.

კათოლიკურ ეკლესიაში ადგილობრივები სალოცავად იკრიბებოდნენ, რა დროსაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს და ასაფეთქებელი ნივთიერებები აამოქმედეს.

დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია. თვითმხილველების თქმით, ეკლესიიდან გატაცებულია მღვდელი და რამდენიმე ადგილობრივი.

სამართალდამცველების ვარაუდით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლებელია გაცილებით მეტი იყოს.