მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 03:12-დან 10:23 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მოერიდეთ კონფლიქტს და გარშემომყოფებთან საქმის გარჩევას. არ ღირს სხვათა კრიტიკა და ჭორების გავრცელება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ნიშნობა და ქორწინება, ახალი მეგობრების შეძენა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ დიაბეტით დაავადებულებს, რომელთაც მაქსიმალურად უნდა დაიცვან რეჟიმი და აკონტროლონ კვების რაციონი. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას, კუჭს და ღვიძლს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ოპალი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.
