ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნახევარი რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს.
“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის ნახევარი გაასუფთავეს. ქალაქის ნახევარს მართლაც ჩვენი დამცველები აკონტროლებენ”, – განაცხადა გაიდაიმ.
გაიდაის თქმით, ამჟამად სევეროდონეცკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია, ქალაქში 1500-მდე ადამიანია დარჩენილი. დღეს, ლისიჩანსკიდან სულ 98 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.
