LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია: საოცარი მუცლით მეზღაპრეა ღარიბაშვილი

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ვიდრე ივანიშვილის გარემოცვაა ხელისუფლებაში, ქვეყნის შანსი არის ნულის ტოლი.

„საოცარი მუცლით მეზღაპრეა ღარიბაშვილი, მართლა გამორჩეული. სცენა რომ წარმოვიდგინოთ, ღარიბაშვილი ზის და ევროპელები გაოცებას უზიარებენ, როგორი ცუდი ოპოზიცია გყავსო. ხომ უნდა მოიფიქრო ეგეთი ბოდვა?

ჩვენ საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ ასეთი ბოდვითი ნიაღვრით ვინმე შეცდომაში შეიყვანოს. მთავრობაში არიან ივანიშვილი და მისი პაიკები და ამაზე პასუხისმგებლები ისინი არიან.

საქართველოსთვის მწარე სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სანამ ეს კაცი და მისი გარემოცვა არის ხელისუფლებაში, ღარიბაშვილის, ან ნებისმიერი სხვისი სახით, ჩვენი შანსი, რეალური თავისუფლების მოპოვების, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების, დაცულობისა და სამშვიდობოს გასვლის, სამწუხაროდ, არის ნული“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გაოცებულები უყვებოდნენ ევროპელი კოლეგები, დესტრუქციული ძალების მიერ თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა წამოწყებული ქვეყნის წინააღმდეგ.

იხილეთ ვრცლად, პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებები: 

პრემიერი: რომ არა ჩვენი მთავრობა, არათუ ევროკავშირი, ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით

EU-ში არსებობს სკეპტიციზმი უკრაინაზე, არ სურთ პრობლემების იმპორტირება.. ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს, ჩვენთვის შემაფერხებელი არაფერი იქნება – პრემიერი