„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში რამდენიმე თვის განმავლობაში საბრძოლველად იყო წასული, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ქართველი მეომრების ფოტოს და წერს:
“ამ ფოტოზე ორი ქართველი მეომარია – ორივე დააჯილდოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ! ერთი ჩემი მოსწავლეა – რატი ბურდული. მეორეს მამუკა ჰქვია – ერთად ვიბრძოდით.
იშვიათად მინახავს ასეთი მაღალი კლასის პროფესიონალი, თან ძალიან გაბედული და თან უწესიერესი კაცი! ვულოცავ მამუკას წარმატებას! მეამაყება რომ მასთან ერთად ვიბრძოდი!”, – წერს ალეკო ელისაშვილი.

