LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვგმობ საქართველოში დიპლომატიური კორპუსის აშკარა შეურაცხყოფას: ლიეტუვის ელჩი

თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გამართულ დღევანდელ აქციას ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდა ეხმიანება.

როგორც ელჩი აცხადებს, ის იმედგაცრუებულია და გმობს აშკარა შეურაცხყოფას საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიმართ:

“მინდა გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და დავგმო აშკარა შეურაცხყოფა საქართველოში დიპლომატიური კორპუსის ჩემი კოლეგა წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ საკუთარ ქვეყნებს საქართველოში და ძალ-ღონეს არ იშურებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ოფისთან დღეს აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის პლაკატები.

აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან – აქციაზე გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას გულისხმობს.