LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს უხერხემლო, უპრინციპო ჩვარი! … სააკაშვილზე, როგორც პოლიტიკოსზე, ჩემი აზრი იცის ყველამ – ჩერგოლეიშვილი მეგრელიშვილზე

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „გირჩის“ ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მისი პოლიტიკიდან წასვლის სანაცვლოდ უნდა მოხდეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ჩერგოლეიშვილის არ გამორიცხავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება თავად სააკაშვილმა მიიღოს, მაგრამ ეს “ქვეყანას მოსარჩენ ტრავმად დარჩება”.

„ეს უხერხემლო, უპრინციპო ჩვარი!

ბიძინა ივანიშვილი რადგან სასამართლოს აკონტროლებს და ხალხის დაჭერა შეუძლია, ამიტომ უნდა წახვიდე პოლიტიკიდან და გზა დაუთმო აი, ამ ჩვარს.

სააკაშვილზე, როგორც პოლიტიკოსზე, ჩემი აზრი იცის ყველამ.

მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ მაგ ადამიანმა ხელში ძალაუფლება ვეღარასოდეს ჩაიგდოს.

მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანი წესებით!

ეს უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა და არა ოლიგარქის ჯიბეში ჩადებულმა სასამართლომ და მეგრელიშვილის მსგავსმა სამარცხვინო, უპრინციპო, უსამართლო და უღირსმა სვავებმა.

პ.ს. არ გამოვრიცხავ სააკაშვილმა ეს თავად ქნას, მაგრამ ესეც უსამართლობის შედეგი იქნება და ამ ქვეყანას მოსარჩენ ტრავმად დარჩება.

ჩვენ ვერ წავალთ წინ, თუ სამართლიანი სისტემები არ შევქმენით“. – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.