LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 თვეში, საქართველოში საზოგადოებრივ სამუშაოებზე 8 590 სოციალური შემწეობის მიმღები პირი დასაქმდა

31 მაისის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 8 590 სოციალური შემწეობის მიმღები პირი დასაქმდა, –  ამის შესახებ პრემიერის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში წერია.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის განხორციელება 2022 წლის 1-ელ მარტს დაიწყო.

„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ მიზანია სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის გზით.