რუსი საოპერო მომღერალი, ანა ნეტრებკო ამბობს, რომ მის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული უკრაინის მხარდამჭერი განცხადება ყალბი იყო. მომღერლის მტკიცებით, მან რუსული აგრესია მხოლოდ იმის გამო დაგმო, რომ დასავლეთიდან ზეწოლისა და სანქციების შეეშინდა. გამოცემა Die Zeit-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ის ღიად საუბრობს თავის პოზიციაზე.
„რუსეთში ბევრს ჰგონია, რომ სამშობლო გავყიდე, ასე არაა. მე არ გამიყიდია ქვეყანა და არც უკრაინის წინააღმდეგ გამიკეთებია განცხადება. გამიგეთ, მინდა დავრჩე ადამიანად“, – ამბობს ნეტრებკო.
მომღერალი დასძენს, რომ ამ ეტაპზე მისთვის კარიერა უპირველესია და ის მზადაა, ამისთვის ბევრი რამ დათმოს:
„დიახ, მინდა ორი კურდღელი დავიჭირო, რუსეთშიც ვიმღერო და ევროპაშიც. დიახ, მინდა ვიჯდე ორ სკამზე, თუ საჭირო გახდა, სამზეც“, – ამბობს რუსი საოპერო მომღერალი.
არავის წინაშე თავის მართლებს არ ვაპირებ, რუსეთს არ გავყიდი, დაივიწყეთ! – ანა ნეტრებკო

