მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ “ბაიასთან” ინტერვიუში შვილის მკლელობაზე ისაუბრა.
“როგორი სათქმელია, რომ თავისი წარმატებული ძმა, რომლითაც ამაყობდნენ, ვამაყობდით მშობლები საკუთარ ქვეყანაში მოგვიკლეს, მოგვიკლეს ისე რომ პასუხის გამცემიც არავინ არ იყო ამაზე.
ის ახალგაზრდები, რომლებიც მოიაზრებიან დამკვეთებად, ეს ჩვენ მკვლელის აღიარებიდან ვიცით, თურმე შუაგულ ქალაქში დღესაც დადიოდნენ. ძალიან მიჭირს შვილებს ვუთხრა რომ ზუსტად იგივე ემოციით გააგრძელონ ქვეყნის სიყვარული. ეს არის ურთულესი”, – ამბობს იზა ომაძე ინტერვიუში.
