შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 წლის გოგოს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 2-დან 4 წლამდე პარტიმრობას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, ბათუმში 19 წლის გოგო ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცეს, სამართალდამცავებმა კი ზუგდიდში იპოვეს ავტომობილი, რომლითაც გატაცებული 19 წლის გოგო გადაჰყავდათ.
