LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air საქართველოდან რეისების რაოდენობის გაზრდას აპირებს და აგვისტოში ქუთაისის ავიაბაზას თვითმფრინავს ამატებს

Wizz Air საქართველოდან რეისების რაოდენობის გაზრდას აპირებს. საქმე ისაა, რომ უნგრული ავიაკომპანია აგვისტოში ქუთაისის ავიაბაზას კიდევ ერთ თვითმფრინავს ამატებს. საკითხზე BMG-სთან WizzAir-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ისაუბრა.

„ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ბაზრებს, ვაკვირდებით მგზავრების ნაკადს და მონაცემებზე დაყრდნობით განვიხილავთ ახალ მიმართულებებსაც, თუ სად არის შესაძლებელი WizzAir-ის შესვლა, გაფართოება, თუ რეისების დამატება. არის ვარიანტები, თუმცა დადასტურების გარეშე ვერ დავასახელებ მათ; რაც მთავარია, მუშაობა მიმდინარეობს, საუბრები არ წყდება და სიახლეებიც ეტაპობრივად იქნება. გარდა ამისა, კიდევ ერთ თვითმფრინავს დავამატებთ საქართველოში, რაც ცხადია, სიხშირეების გაზრდის შესაძლებლობას გააჩენს”, – აღნიშნავს WizzAir-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ჟაჟა ტრუბეკი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, ავიაკომპანიას საქართველოში ერთი ხომალდი ჰყავს ბაზირებული.