LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის 106-ე დღე უკრაინაში – ოკუპანტები დონბასზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ

ომის 106-ე დღე. საოკუპაციო ძალა დონბასზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს. მძიმე ბრძოლები გრძელდება სლოვიანსკში, სადაც უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტთა რამდენიმე შეტევა მოიგერიეს.

ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მძიმე დანაკარგს განიცდიან რუსები ბახმუტის მიმართულებითაც. ოკუპანტებს ძირითადი ძალები ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში ჰყავს კონცენტრირებული. ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ამჟამად მხოლოდ სევეროდონეცკის შემოგარენს აკონტროლებენ. ალყაში მათი მოქცევის რისკი ამ დროისათვის არ არსებობს.

მარიუპოლის მაღალსართულიანი კორპუსების ნანგრევებში კი ყოველდღიურად ასობით ადამიანის ცხედარს პოულობენ. ამის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო იტყობინება. მისივე თქმით, ყველაზე რთული მდგომარეობა იმ რაიონებშია, რომლებიც ე.წ. „ხრუშოვკებით“ იყო დასახლებული.

ცხედრები ადგილობრივ პროზექტურაში სატვირთო მანქანებით ყოველდღიურად გადააქვთ, მარიუპოლზე ოკუპანტებმა სრული კონტროლი გასულ თვეს დაამყარეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის საქართველოდან, ოკუპანტები ფსევდო ჩემპიონატისთვის ემზადებიან: ზელენსკი