მარნეულის მუნიციპალიტეტში გველმა სამი ადამიანი დაკბინა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჯეო ჰოსპიტალის კლინიკის, კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ ივნისის თვეში, სამედიცინო დაწესებულებაში, ქვეწარმავლით დაკბენის შემთხვევით ორი პაციენტი მიიყვანეს, რომელთაგან ერთი ბავშვი იყო.
“შუახნის ქალი გავწერეთ ორშაბათს, რომელიც დაახლოებით ერთი კვირა გადიოდა მკურნალობას ჩვენს კლინიკაში. წინა კვირას ბავშვი მოიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე არ იყო, მაგრამ თბილისში ბავშვთა კლინიკაში გადავიყვანეთ”. – განაცხადა შენგელაიამ გამოცემასთან.
კიდევ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ავერსის კლინიკაში, გველის მიერ დაკბენის შემთხვევით, ორ ივნისს, 9 წლის ბავშვი მიიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ მცირეწლოვანს მკურნალობა ადგილზე გაეწია და იგი უკვე ბინაზეა გაწერილი.
