დონეცკში, პრორუსმა სეპარატისტებმა ორ ბრიტანელსა და ერთ მაროკოელს სიკვიდლი მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მათ ბრალი დასდეს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში“.
“გარდიანი” წერს, რომ საუბარია ბრიტანეთის მოქალაქეებზე, ეიდენ ასლინსა და შონ პინერზე, ასევე მაროკოელ საუდუნ ბრაჰიმზე.
ისინი პრორუსმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში დააკავეს.
