LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო “მოსამართლე” ჩხიკვაძეს”, მგონი შორს არაა ის დრო, როდესაც ჩანერგილ ნაცად გამოაცხადებენ – ნიკა გვარამია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და “მოსამართლე” ჩხიკვაძეს “მადლობას უხდის”.

“შექმნილ ვითარებაში, არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო “მოსამართლე” ჩხიკვაძეს. გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, რომ, ბედის უკუღმართობით, ამ ყველაფერში მისი როლი გადამწყვეტი აღმოჩნდა

P.S. მგონი შორს არაა ის დრო, როდესაც “მოსამართლე” ჩხიკვაძეს ჩანერგილ ნაცად გამოაცხადებენ”, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, რეზოლუციის შეთანხმებულ ტექსტში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებზეა საუბარი.

იხილეთ ვრცლად:

რა წერია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში

 

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: რადიო თავისუფლება