ლიეტუვას საელჩოსთან ხმაური იყო. ადგილზე მისულ აქტივისტებს ლგბტ დროშა ჰქონდათ მიტანილი და ანტიდასავლურ განცხადებებს ახმოვანებდნენ.
მათ ფერადი დროშა საჯაროდ დახიეს და თქვეს, რომ ევროკავშირი „სიბინძურეს გვაძალებს.“
„აი ეს არის ევროპული ღირებულებები და ევროპა, მათ შორის ევროკავშირი, რომელიც ამ სიბინძურეს გვაძალებს.“– სკანდირებდნენ აქტივისტები.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, პოლიციამ 4 პირი დააკავა, მათ შორის, მამა-შვილი ფალავანდიშვილები.
„ფორტუნა“ დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
