LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სალომე ზურაბიშვილი იტალიის პრეზიდენტთან ვახშამზე დახვეწილი ჩაცმულობით ბრწყინავდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მას იტალიის პრეზიდენტი დახვდა. დახვედრის ცერემონიალი ულამაზესი იყო, თუმცა ახლახან ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ ოფიციალურ ვახშამზე შესანიშნავ დარბაზში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც სალომე ზურაბიშვილი, შეიძლება თამამად ითქვას, თავისი დახვეწილი ჩაცმულობით ბრწყინავდა.

ოფიციალური ვახშმისთვის მან ყვავილებიანი პიჯაკი და გრძელი, რამდენიმე ფენად გაშლილი შავი კაბა მოირგო მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, ხოლო მისი აქსესუარები, მარგალიტის მძივი და საყურე ცალკე აღნიშვნის ღირსია.

საქართველოს პრეზიდენტს მართლაც უზადო გემოვნება აქვს და მოდური ელემენტები ყოველთვის შეიმჩნევა მის ჩაცმულობაში, სადაც არ უნდა იყოს ის.