LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატო სოსოს შეურიგდა: როგორ ეხმაურება მაყურებელი პერსონაჟის ამ ნაბიჯს? – “ეს სიტუაცია მივა მკვლელობამდე”

“ჩემი ცოლის დაქალების” მაყურებელმა კარგად იცის, რომ რამდენიმე სერიის წინ სოსომ კატოზე ფიზიკურად იძალადა. შემდეგ სერიებში კი ეს ამბავი ყველამ გაიგო და შერიგება-არშერიგების საკითხი წყდებოდა, კატოსთვის შეგონებებისა თუ ჭკუის სწავლების ფონზე.

დღევანდელ სერიაში კი მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, მაყურებელსა თუ სერიალის პერსონაჟებს. სოსომ კატო შემოირიგა. ამ ნაბიჯს კი კატოს თითქმის არავინ უწონებს და მაყურებელი იმედგაცრუებულია.

“ეს სიტუაცია მივა მკვლელობამდე; 

კაი,ამ ერთხელ ვაპატიოთ სცენარისტებს ეს სცენა,სანაცვლოდ სამომავლოდ კატოს წიხლებში გაგდების სცენა გვაჩვენონ; 

იმედია მაგის შემდეგაც არ შეურიგდება;

სამწუხაროდ რამდენი კატო გვყავს გარშემო;

ასეთი კატეგორიის კაცს საუბარი არც უნდა გაუგრძელო. წერტილი სადაც საჭიროა მანდ უნდა დასვა. სწორედ ამაში ცდება ქალთა უმრავლესობა…; 

კიდევ დაარტყას ღირსი იქნება; 

დებილი ქალების სინსილა გაწყდა კატოს თამადობით !; 

ვგიჟდები დებილ ქალებზე, ნუ ალბათ კაცებიც გიჟდებიან; 

ესეთი დებილი ქალები მეტის ღირსები არიან,ცემა და აქეთ შეეხვეწა და შეეტენა. უთავმოყვარეო, შტერი კატეგორიის ქალები შეცოდების ღირსებიც კი არ არიან; 

არ უნდა შერიგებოდა. სოსო ეჭვიანი კი არა ავადმყოფია.სელფი რომ გადაიღეს დღევანდელ სერიაში სოსომ სურათზე სხვა კაცი შეამჩნია და იმ კაცზეც კი იეჭვიანა კატოს რომ უთხრა შენ გიყურებდაო.როგორც ვატყობ კატოს კიდევ მოხვდება მაუშიგერი ბზრიალში;

ვერ ვიტან ამ ტიპაჟის ქალებს, საკუთარი თავის ფასი რომ არ იციან. უფრო მეტიც, ღირსები ხართ რაც მერე გემართებათ! რა აპატიო, რა მოითმინო? თავში ხომ მშვიდობით ხართ?! ნუ კატოს პერსონაჟი ყველაფერთან ერთად უთავმოყვარეო შტერიც ყოფილა;

ეს ის მომენტია,როცა ერთ ლოყაზე დაგარტყამენ და მეორეს მიუშვერ,ბევრი ვერ ცვლის ვერაფერს,მაგრამ კატოსნაირი ქალებისგან პატიება ძალიან მიკვირს;

რა დაუშავა დევდარიანს კატომ, ასე რომ გამოაშტერა ეს პერსონაჟი, ჯერ უსაქმური მაქსიმე, ეხლა ეს მანიაკი. აშკარად კატოს კაცები დეგრადაციას განიცდიან;

ამის უთავმოყვარეობას საზღვარი არ აქვს;

ტყლაშა-ტყლუშის მეორე სერია როდის იქნება”, – წერენ კომენტარებში მაყურებლები.

სოსო კატოს ხელით შეეხო: რას წერენ მაყურებლები ძალადობის სცენაზე? – “მოძალადე უდავოდ დასასჯელია, მაგრამ ამ კეკელკა ქალმაც ჭკუა ხო უნდა ისწავლოს”