ახალი სპორტის სასახლე თბილისში 11 ივნისს საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა.
კონცერტში, მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, ელისო ბოლქვაძემ, საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა, ლელა წურწუმიამ, ეკა მამალაძემ, ნატალია ქუთათელაძემ.
კონცერტში ასევე მონაწილეობდა ჯგუფი „სახე“, გორის ქალთა კაპელა, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, ჯანსუღ კახიძის სიმფონიური ორკესტრი.
კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა, მოესმინა უკრაინელი ვარსკვლავისთვის, ოლია პოლიაკოვასთვის.
ბილეთების გაყიდვიდან შესული თანხა უკრაინაში ომით დაზარებულთა დახმარებისთვის გადაირიცხა – ბილეთების ფასი 20 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობდა.
კონცერტი მიჰყავდათ ტელეწამყვან მანიკა ასათიანსა და ირაკლი მაქაცარიას.
კონცერტს ესწრებოდა ირაკლი მაქაცარიას მეუღლე, რომელიც წითელ კაბაში იყო გამოწყობილი. წყვილმა როგოორც ყოველთვის ამჯერადაც საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა. მათ უკლვე დიდი ხანია „სუპერწყვილად“ მოიხსენიებენ.


