LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ავტომანქანა 2 ბავშვს დაეჯახა

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორ არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბავშვი 7 წლისაა, მეორე კი მასზე პატარა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. ამ დროისთვის უცნობია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

 

 

მთავარ სლაიდზე ფოტო სოციალური ქსელიდან