LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა – ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი… გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში

“გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა – ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი. ამიტომ ვითხოვ სასწრაფოდ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე წერს, რითაც მმართველი პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.

კობახიძე: ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე 3 მილიონი დოლარი დახარჯა, ოლიგარქის წოდება თქვენი პრობლემაა – სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, დღეს ის ციხეშია

“თან ხეები მაქვს იქიდან ჩამოსატანი და ხოხბები ჩამოსაყვანი. თანაც თვის ბოლო ახლოვდება და მოსამართლეებს და პროკურორებს ხელფასი კონვერტებით დროულად უნდა დავურიგო.

მართალია, ნებისმიერი მათგანი ჩემზე უფრო მდიდარია, მაგრამ იმედია, რადგან ოლიგარქის ტიტული მომანიჭეს, კრედიტ-სუისიც დროულად გადმომირიცხავს ჩემს კუთვნილ მილიარდებს”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.