LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვაწეროთ ხელი წერილს – ჯერ სტატუსი და მერე მოთხოვნები, მე მივმართავ ჩემს კოლეგებს, ქალბატონ პრეზიდენტს და ბატონ პრეზიდენტს, რომელიც არის ციხეში, მანაც მოაწეროს ხელი – გიორგი მარგველაშვილი

მთელ მოთხოვნებს, რაც დასახელებულია კომისიის მიერ, ვეთანხმები, მაგრამ არ ვეთანხმები ჩვენ ევროპელ კოლეგებს, რომ ჯერ მოთხოვნები და მერე კანდიდატობა – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს და აპირებს წერილის მიწერას ევროკომისიისთვის, რომელზეც ხელის მოწერას სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილსაც სთავაზობს.

“მთელ მოთხოვნებს, რაც დასახელებულია კომისიის მიერ, ვეთანხმები, მაგრამ არ ვეთანხმები ჩვენ ევროპელ კოლეგებს, რომ ჯერ მოთხოვნები და მერე კანდიდატობა. ყველა მოთხოვნაზე ხელს მოვაწერ სწორად არის წარდგენილი, მაგრამ ჩემო ევროპელო მეგობრებო, ჩვენი რეგიონის ისტორიაში ისეთი მომენტია, რომ დღეს უნდა გადაიქაჩოს საქართველო. მოთხოვნები უნდა დარჩეს, მაგრამ უნდა შესრულდეს იმ ფონზე, რომ კანდიდატობა მოგვეცეს.

ხვალ მე გამოვალ ინიციატივით, რომ მოთხოვნით მივმართო, მოვაწეროთ ხელი წერილს, შინაარსი შემდეგია, რომ გეთანხმებით მოთხოვნაში, რომ მოთხოვნები ადეკვატურია, მაგრამ ჯერ სტატუსი და მერე მოთხოვნები. ეს არავითარ დრამატულ მდგომარეობაში არ აგდებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამ ინიციატივით მე მივმართავ ჩემს კოლეგებს, რომელიც ორი მყავს საქართველოში, ქალბატონ პრეზიდენტს და ბატონ პრეზიდენტს, რომელიც არის ციხეში და იმედია მივაწვდენ ხმას, რომ მანაც მოაწეროს ხელი. მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეებს, რომლებიც საქართველოში არიან. იმისთვის, რომ გამოჩნდეს რომ ყველანი ერთი ვართ, სხვადასხვა ეპოქის პოლიტიკოსები ამ ნაწილში ვართ გაერთიანებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ქალბატონი და ბატონი პრეზიდენტები მხარს დამიჭერენ ამ ინიციატივაში”, – აცხადებს მარგველაშვილი.