LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია “შინ ევროპისკენ” მიმდინარეობს

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის წინ მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია, სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობას იღებს ოპოზიციის ნაწილიც.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკვე აქციის მონაწილეებით არის სავსე, ხალხის ნაკადი დემონსტრაციას ყოველ წუთს ემატება. აქვე დამონტაჟებულია დიდი ზომის მონიტორი, სადაც საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და ევროკავშირის დროშების გამოსახულებებს აჩვენებენ.

აქციაზე გაჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი.

პრეზიდენტი: მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დემონსტრაციის დროს გამოსვლას აპირებს.. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი