საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. ანგარიშის წარდგენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
შესვენების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში თქვა, რომ ამდენი ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენა არ არის სასიამოვნო.
„საზოგადოებას მინდა ასეთი ემოციური გამოსვლებისთვის, მათ შორის თქვენ მაგივრად ძვირფასო ოპონენტებო ბოდიში მოვუხადო, იმიტომ რომ ამდენი მართლაც ურთიერთშეურაცხმუყოფელი განცხადებების მოსმენა არ არის სასიამოვნო, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან რთულია ასეთ უმსგავსო ქმედებებზე შეურაცხყოფებს, ეპითეტებს არ გამოეხმაურო, “- თქვა მან.
იხილეთ, პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები ვრცლად:
„დაგატოვებინებთ დარბაზს“ – პრემიერის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო
„ცოლს ტყე არ უნდა აჩუქოო, ამას ხომ არ ჩაგიწერდნენ“ – ხაბეიშვილი პრემიერს
