LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ოპოზიციამ ხმარებიდან უნდა ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა „პრორუსული მთავრობა“, „პუტინისტური რეჟიმი“ – ამით პირველ ნაბიჯს გადადგამენ დეპოლარიზაციისკენ

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა შეცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა მაგალითად „პრორუსული მთავრობა“ ან „პუტინისტური რეჟიმი“ და ა.შ. როგორც კი ამას გააკეთებენ, მაშინვე ამით ისინი პირველ ნაბიჯს გადადგამენ დეპოლარიზაციისკენ“, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა და თქვა, რომ თუ ამის მზაობა აქვთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება კარგი.

ამ განცხადებით კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა დასმულ შეკითხვას, იმ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, რითაც საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს.

„დღეს რაზე უნდა ჩავიდე იქ? პარტიის თავმჯდომარე რატომ უნდა ჩავიდეს, როდესაც კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი?“– კობახიძე განმარტავს რატომ არ ყოფილა საოკუპაციო ხაზთან

„ჯერჯერობით ამის მზაობას ვერ ვხედავთ, პირიქით, მათი (ოპოზიციის) ყველა ნაბიჯი პოლარიზაციისკენ არის მიმართული. ვნახოთ, ცალმხრივად პოლარიზაცია ვერ დასრულდება, რა თქმა უნდა, დაველოდებით ოპოზიციის ქმედებებს.

დეპოლარიზაცია, პირველ რიგში, გულისხმობს დამოკიდებულებას პოლიტიკურ სუბიექტებს შორის და მათ ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ უნდა გადადგან სწორედ რიტორიკის ცვლილებით. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას სჭირდება აღიარება მათი მხრიდან. ჩვენ ეს არაფერში გვჭირდება, მაგრამ დეპოლარიზაციას სჭირდება ის, რომ ოპოზიციამ აღიაროს ხელისუფლების ლეგიტიმურობა.

ასეთ დროს ისინი, რას აკეთებენ? პირიქით, საუბრობენ რაღაც პრორუსულ მთავრობაზე, პუტინისტური რეჟიმი, დემოკრატიული უკუსვლა – სრული „ფეიკი“. ეს სრული სიცრუეა და ასეთი სიცრუით ისინი, ბუნებრივია, დეპოლარიზაციას ხელს ვერ შეუწყობენ.

აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს მათი დამოკიდებულება და ამის შემდეგ შეიძლება განხილული იყოს ნებისმიერი ნაბიჯი“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პასუხისმგებელი პირების მიერ პოსტის დატოვებას, კობახიძის თქმით, ამაზე ახლა საუბარი არაადეკვატურია.

კობახიძე: ყველას გვესმის, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ მთლიანად პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მიიღო

„ისინი ზეიმობდნენ წაგებულს ომს და ახლა, გლოვობენ საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე. გახსოვთ, წაგებული ომის შემდეგაც კი არ გადადგა ხელისუფლება და ახლა, ვიღაცის გადადგომაზე საუბარი აბსოლუტურად არაადეკვატურია და ბუნებრივია, ამას არავითარი საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უკრაინიდან რომ დავაკოპიროთ, ოლიგარქის ცნების ქვეშ ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან, ჩვენ მხარეს არავინ, მათ შორის არც ივანიშვილი მოხვდება: კობახიძე

საკონსტიტუციო რეფორმის დასრულებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჯერ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია და მერე უნდა იყოს განხილული ისეთი კანონპროექტი, რომელიც პოლარიზაციის ხარისხთან პირდაპირაა დაკავშირებული.

„ჯერ გადადგან ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან დეპოლარიზაციისკენ და ამის შემდეგ შეიძლება განვიხილოთ შესაბამისი საკითხები. რაც შეეხება თვითონ საარჩევნო ცვლილებას კონსტიტუციაში, მას არავითარი კავშირი არ აქვს ევროკავშირის კანდიდატობასთან.

კავშირი კანდიდატობასთან დეპოლარიზაციას აქვს. კეთილი ინებონ, ჯერ გადადგან ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და ამის შემდეგ შეგვიძლია განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.