LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: ერთადერთი სწორი ტაქტიკა დღეს არის ბიძინას კულისებიდან გამოსვლის იძულება და შესაბამისად, საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება, ღარიბაშვილის გადადგომით არაფერი იცვლება

ერთადერთი სწორი ტაქტიკა დღეს არის ბიძინას კულისებიდან გამოსვლის იძულება და შესაბამისად, საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება, ღარიბაშვილის გადადგომით არაფერი იცვლება,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, “სანამ განტევების ვაცების გადაგდების მანევრს არ მოვუსპობთ რეალურ მმართველს, მანამდე სულ ამ მანკიერ წრეზე ვიტრიალებთ”.

“ძალიან ვგულშემატკივრობ ამ კარგ ხალხს და ბუნებრივია, ყველანაირად დავუჭერ მხარს, მაგრამ….

შედეგზე ორიენტირებული პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით ერთადერთი სწორი ტაქტიკა დღეს არის ბიძინას კულისებიდან გამოსვლის იძულება და შესაბამისად, საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება.

ღარიბაშვილის გადადგომით არაფერი იცვლება, ისე როგორც არ შეცვლილა მისი მრავალი წინამორბედის გადადგომით.

სანამ განტევების ვაცების გადაგდების მანევრს არ მოვუსპობთ რეალურ მმართველს, მანამდე სულ ამ მანკიერ წრეზე ვიტრიალებთ…

ეს არის ძალიან მარტივი რამ, რომელიც სამწუხაროდ არავის ესმის…” – წერს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევს.

სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს