ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამედროვეობის გამორჩეული ფილანტროპია და მიუღებელია მასზე იმავე დაბაზში რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებები.
„ჩვენ გაგვაჩნია მტკიცე პოზიცია, რომ არ გვსურს ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან დებატებში შესვლა, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ურთულეს მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, მიუღებელია ის განცხადება, რომელიც გაჟღერდა რამდენიმე დღის წინ ამ დარბაზში, და რომელიც შეურაცხმყოფელი იყო თანამედროვეობის გამორჩეული ფილანტროპისათვის საქართველოში, ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის და იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც პოლიტიკაში ჰყოფნის დროს ითავა ტოტალიტარიზმის დამარცხება და იბრძოდა ქართველი ხალხის ღირსებისა და მშვიდობისათვის”, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი გამოსვლის წერილობით ვერსიას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
