LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შორენა ბეგაშვილი: „ეს უსაყვარლესი არსება მანქანამ გაიტანა და გადარჩა.. ვაბანავე, ვაჭამე, მაგრამ სანის არ მოსწონს საშინლად.. წაიყვანეთ გთხოვთ, იშვილეთ“

შორენა ბეგაშვილი აქვეყნებს სოციალურ ქსელის ინტერნეტმომხმარებლებს ცუგას ფოტოს უზიარებს და წერს, რომ უსაყვარლესი არსება, რომელიც მანქანამ გაიტანა, საბედნიეროდ, გადარჩა და ახლა კარგად არის.

მოდელი და ტელეწამყვანი მოქალაქეებს მიმართავს:

„ეს უსაყვარლესი არსება მანქანამ გაიტანა და გადარჩა

დღეს ყველაფერი კარგად აქვს

ვაბანავე, ვაჭამე, რწყილების წამალი დავასხი.მაგრამ სანის არ მოსწონს საშინლად

წაიყვანეთ გთხოვთ, იშვილეთ.

სულ თამაშობს და სულ ბედნიერია

გადააზიარეთ ჯგუფებში“, – წერს შორენა ბეგაშვილი.