LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი როსტომაშვილი: „ერთ მეგობარს ველაპარაკე ლვოვში.. კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთანავე უძრავი ქონების ფასი 20% -ით გაიზარდა. იგივე ხდება მოლდოვაში“

მენაშენეთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი ლვოვში მყოფ მეგობარზე დაყრდნობით წერს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთანავე უკრაინაში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა.

ამის შესახებ ირაკლი როსტომაშვილი საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე წერს:

„ერთ მეგობარს ველაპარაკე ლვოვში.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთანავე უძრავი ქონების ფასი 20% -ით გაიზარდა.

ანუ ხალხი, თითოეული ოჯახი 3 დღეში 20%- თ გამდიდრდა.

იგივე ხდება მოლდოვაში.

წარმოიდგინეთ, ჩვენც რომ მიგვეღო ეგ სტატუსი, თქვენი ბინა 23 ივნისს თუ ღირდა 50 000, დღეს ეღირებოდა 10 000 -თ მეტი…“, – წერს ირაკლი როსტომაშვილი.