LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიკა გპირდები, რომ სულ შენს გვერდით ვიქნებით და ჩვენ დავბრუნდებით” – ლელა წურწუმია გვარამიას მიმართავს

ლელა წურწუმია ნიკა გვარამიას მიმართავს და ჰპირდება, რომ მისის გადაცემა “მხოლოდ ლელასთან”, სანამ შეეძლება გავა ეთერში. აღნიშნული მიმართვა დირექტორს წურწუმიამ საკუთარი გადაცემიდან გაუგზავნა, რომელიც “მთავარ არხს” დაეთმო.

“მე ვიცი რომ ამ გადაცემას ჩემი დირექტორი, ჩემი მეგობარი ნიკა გვარამია უყურებს. ნიკა გვპირდები, ჩემი გადაცემა, სანამ შემეძლება ყოველთვის იქნება და ყოველთვის გვერდში გედგებით, იმიტომ, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც იდეისთვის ზიხარ, იქ სადაც ზიხარ”- მიმართავს წურწუმია გვარამიას და ბოლოს იმედსაც აძლევს დირექტორს:

“სხვათა შორის სიზმარი ვნახე, ყველაფერი კარგად იქნება”.