LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ნატახტართან ორი მიკროავტობუსი, რომელსაც რუსი ტურისტები გადაჰყავდა, ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნატახტარის გზაზე, ტურისტებით სავსე ორი მიკროავტუბუსი ერთმანეთს შეეჯახა – გარდაცვლილია ერთი ტურისტი, დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი ·

„ფორტუნას“ ინფორმაციით, ტურისტები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ კადრები „ტვ მონიტორინგმა“ გაავრცელა.