რუსეთმა რეგიონში ექვსი რაკეტით თავდასხმა განახორციელა. აღნიშნულის შესახებ დნიპროპეტროვსკის გუბერნატორმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა.
„მტრის მასობრივი თავდასხმა დნიპროპეტროვსკის რეგიონზე. ექვსი რაკეტა!!!“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ სამი რუსული რაკეტა გაანადგურა დნეპრისა და სინელნიკოვსკის რაიონებში.
დნეპრში რუსული თავდასხმის შედეგად, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და სამრეწველო საწარმო განადგურდა.
