LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაკავებამდე არ მეგონა, ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი თუ იყავი ჩემს ცხოვრებაში” – ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას დაბადების დღეს ულოცავს და დაპირებას აძლევს

ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას დაბადების დღეს ულოცავს. სწორედ, “მთავარი არხის” დირექტორის იუბილესთვის მზადებას და იუბილარს დაეთმო “სხვა ნანუკას” დღევანდელი გადაცემაც.

“ნიკა გილოცავ დაბადების დღეს, მე მიყვარხარ ძალიან. რამდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემთვის, ეს აღმოვაჩინე, სხვათა შორის შენი დაკავების შემდეგ, იმიტომ, რომ სინამდვილეში, მთელი ამ კრიზისების და პრობლემების დროს, რაც მე გავიარე, იქნებოდა ეს პირადი თუ ჯანმრთელობა, თუ ნებისმიერი გამოწვევა, აღმოჩნდა, რომ სერიოზული ძალა ყოფილხარ ჩემთვის. ყველა კრიზისის დროს შენ იყავი ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მახსენდებოდი, რომლის ტელეფონის ნომერიც მახსენდებოდა, და მე ამ ტელეფონის ნომერს რომ ავკრეფავდი, ყოველთვის მპასუხობდნენ, რომელი საათიც არ უნდა ყოფილიყო. ეხებოდა ეს პრობლემა ჩემს შვილს, მე თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, შენ რომ დაგაკავეს, მე გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ აზრზე მოვსულიყავი. სიმართლე გითხრა, დაკავებამდე არ მეგონა რომ ასე იქნებოდა, გულწრფელად გეუბნები, ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი თუ იყავი ჩემს ცხოვრებაში, მე ამას მანამდე ასე ვერ აღვიქვამდი.

ამიტომ იცოდე, ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის, ძალიან მიყვარხარ და იცოდე, რაც მე, ნანუკას შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის რომ ტელეკომპანია  “მთავარი” დაგხვდეს ადგილზე და მთავარი ბირთვი დაგხვდეს იქ სადაც საჭიროა, მე პერსონალურად ყველაფერს გავაკეთებ, სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო.  გილოცავ კიდევ ერთხელ, მე ვარ დარწმუნებული, რომ შენი ერთადერთი დაბადების დღეა გისოსებს მიღმა”, – მიმართავს გვარამიას ჟორჟოლიანი.

ვიდეო: “მიყვარხარ უზომოდ და შენით ძალიან, ძალიან ვამაყობ” – ნიკა გვარამიას უფროსი ვაჟი დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს

„დარწმუნებული ვარ, 47 წლის უკვე თავისუფალი იქნები“- თეა ადეიშვილმა ნიკა გვარამიას იუბილე პირდაპირი ეთერიდან მიულოცა