LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად: ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმიანება. ღარიბაშვილი წერს, რომ „საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად“.

„ყოველთვის სასიამოვნოა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა. ნატოს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.