LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონი: უკრაინის ბრძოლა არის ევროკავშირისა და ნატო-ს ბრძოლა

„უკრაინის ბრძოლა არის ევროკავშირისა და ნატო-ს ბრძოლა“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ნატო-ს მადრიდის სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა საფრანგეთი კვლავ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

მაკრონმა ასევე თქვა, რომ უკრაინაში დამატებით თვითმავალ ჰაუბიცებს გაგზავნის.

„საფრანგეთი უკრაინას უახლოეს მომავალში კიდევ ექვს CESAR-ს გადასცემს, რათა დაეხმაროს მას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – აღნიშნა მაკრონმა.