ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის სხვა მფლობელები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.
ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში ლიბერთის ბარათით გადახდისას, სპეციალური ფასები გავრცელდება ყველაზე მოთხოვნად – კარდიოლოგიურ და ნეიროქირურგიულ ოპერაციებზე.
სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ საყოველთაო დაზღვევის მქონე ბენეფიციარები – კერძოდ, მომხმარებელი გადაიხდის თანადაფინანსების მხოლოდ 50%-ს.
ამას გარდა, შაბათ-კვირას, 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის სხვა მფლობელები ლაბორატორიულ ანალიზებსა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე.
საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან ერთად განიხილავს მამუკა იმედაშვილი ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალური დირექტორი.

– თქვენი საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს კონკრეტულად რას სთავაზობს?
– მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა, ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალსა და ლიბერთი ბანკს შორის. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობა შემდეგ ეტაპზე გადავიდა და სოციალური ბარათის მქონე ყველა მომხმარებელი ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით ჩვენს ჰოსპიტალში.
ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მქონე მოქალაქეები ისეთ მაღალტექნოლოგიურ სერვისებზე, როგორიცაა კარდიოქირურგია და ნეიროქირურგია, მიიღებენ 50 %-იან ფასდაკლებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყოველ შაბათ-კვირას ამბულატორიულ სერვისებზე, ეს იქნება კვლევები თუ ლაბორატორიული ანალიზები, 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
– ისეთი მიმართულებებია შერჩეული, რომელიც უფრო მეტად სჭირდებათ ჩვენი უფროსი ასაკის მოქალაქეებს …
– ჩვენი ჰოსპიტალი თავისი კონცეფციით „შენთან ახლოს“, მუდმივად ზრუნავს მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე. ვცდილობთ, მოვერგოთ პაციენტის საჭიროებებს და უფრო მნიშვნელოვანი გავხადოთ მათთვის მნიშვნელოვანი სერვისები.
ამ შემთხვევაში შეირჩა სწორედ სამი მიმართულება: კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია და ამბულატორიული მიმართულება.
– გამოხმაურება თუ მოჰყვა თქვენს შეთავაზებას?
– შეთავაზება რამდენიმე დღის წინ დაიწყო, გამოხმაურება არის და მოლოდინი გვაქვს, რომ უფრო გაიზრდება, მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია მომხმარებლამდე მივა.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ საკითხის წამოწევისთვის.
– კონცეფცია, რაც თქვენ ახსენეთ, კონკრეტულად რას გულისხმობს თქვენი ჰოსპიტლის შემთხვევაში?
– ჩვენი მიმართულებაა, რომ სერვისი იყოს მაღალ დონეზე მიწოდებული პაციენტებისთვის, თუმცა ყოველთვის ვცდილობთ, რომ მათ საჭიროებებს მოვერგოთ. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, რომ ჩვენი პაციენტებისა და მომხმარებლების გვერდით ვიყოთ ნებისმიერ დროს, ეს იქნება მათი საჭიროებები ქირურგიული მიმართულებით, თუ ამბულატორიული სერვისებით. მემორანდუმიც ემსახურება ჩვენს კონცეფციაც და ჩვენს სლოგანს.
– რა გეგმა გაქვთ მომავალში? რა პერსპექტივაა ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობა?
– მოგეხსენებათ, რომ ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი მულტიპროფილურია. ჩვენთან ერთიანდება საერთაშორისო გამოცდილების კლინიკური გუნდი და მაღალტექნოლოგიური სერვისები. აღნიშნული მემორანდუმი ერთი წლის კონტრაქტით გვაქვს გაფორმებული, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე ვფიქრობთ გაგრძელებასას და სამომავლოდ შესაძლოა, კიდევ უფრო გავაფართოოთ არეალი. ვფიქრობ, რომ ლიბერთი ბანკთან ეს მემორანდუმი ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისია .
