LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არის ხოლმე, როცა შეიძლება, ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი” – სარჯველაძე წერეთლისა და ოხანაშვილის დაპირისპირებაზე

“თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე იქიდან, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გალახა, ამას რასაკვირველია, უბრალოდ,­ არც დაიჯერებს არავინ,” – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ასეთ სიტუაციებში თავშეკავება ჯობს, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როცა ვეღარ მოითმინო.

“შოკში ვარ ინგა” – ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

„მე უშუალოდ არ შევსწრებივარ ამას, მაგრამ გაკეთდა კომენტარები და აიხსნა, რომ იქ ადგილი ჰქონდა რაღაც ისეთ პროვოკაციას, რომლის სიტყვებსაც მე ნამდვილად ვერ გავიმეორებ. შეიძლება ამ დროს ადამიანმა ვერ მოითმინოს და მოხდეს კონფლიქტი. როგორც ჩანს, ამასთან გვქონდა საქმე. ცუდია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ინციდენტია, რთულია როცა საქმე გვაქვს ასეთი ტიპის პროვოკაციებთან და შემდეგ ბუნებრივია, რომ ამას ცუდი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს, ადამიანური ფაქტორია ეს, ბუნებრივია.

ძალადობაზე როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ კარგია, ზოგადად თავშეკავება ჯობია, არის ხოლმე, როცა შეიძლება ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი. თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე იქიდან, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გალახა, ამას რასაკვირველია უბრალოდ არც დაიჯერებს არავინ. ასე ნუ წარმოვაჩენთ, რომ მივარდნენ ადამიანები და იძალადეს მასზე, რა აპროვოცირებს ეს უნდა ითქვას, ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის სასიამოვნო საყურებელი, სასიამოვნო ამბავი, მაგრამ ეს არის უბრალოდ ფაქტი, რაც მოხდა დანარჩენი უნდა შეაფასოს საზოგადოებამ, ეს არის და ეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

ანრი ოხანაშვილი: ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი