“თქვენ ძალიან მამაცურად იცავთ თავს”, – ამ სიტყვებით ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც მან განაცხადა, რომ ევროპა არ მოისვენებს მანამ, სანამ უკრაინა მტერს არ დაამარცხებს.
„რამდენიმე დღის წინ, კონსტიტუციის დღეს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ თქვენი გამარჯვება შორს არ არის. რა თქმა უნდა, პუტინის არმია აგრძელებს თქვენი ძმებისა და დების მოკვლას, ისინი აგრძელებენ თქვენი მიწის ოკუპაციას, თქვენი მარცვლეულის მოპარვასა და თქვენი ქალაქების განადგურებას. თქვენ ძალიან მამაცურად იცავთ თავს. ევროპა მხარს დაუჭერს უკრაინას და ჩვენ არ მოვისვენებთ მანამ, სანამ მტერს არ დაამარცხებთ“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
