LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგვეხმარეთ, რომ სიცოცხლეები გადავარჩინოთ და ეს ომი დავასრულოთ: კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემები.

“ტერორისტული სახელმწიფო რუსეთი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ თავის ომს აგრძელებს. ღამით ოდესას რეგიონზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებით ათობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები მოკლეს. მე დაჟინებით მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ უკრაინა თანამედროვე სარაკეტო თავდაცვითი სისტემებით მოამარაგონ, რაც შეიძლება სწრაფად. დაგვეხმარეთ, რომ სიცოცხლეები გადავარჩინოთ და ეს ომი დავასრულოთ”, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე.

ბოლო ინფორმაციით, ოდესაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 12 წლის ბავშვი.