დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მგრძნობიარე და ემოციური კირჩხიბის, მთვარე კი, აქტიური და ენერგიული ლომის ზოდიაქოს ნიშანაში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
ყურადღებით ადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს, რათა არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი დეტალები. არ ღირს საეჭვო ადამიანების ნდობა, რადგან მაღალია მოტყუების და შეცდომაში შეგნებულად შეყვანის ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ანტიკვარული და ძვირფასი ნივთების შესაძენად. საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევისგან. კარგი დღეა თვალებისა და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით და ზეითუნის ზეთით მომზადებული სალათებით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, კრემისფერი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და თხის რქას.
