LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა რუსი ოკუპანტებისგან ივანოვკას დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი ივანოვკა გაათავისუფლეს.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს რამდენიმე მიმართულებით.

„საარტილერიო თავდასხმა ხორციელდებოდა დოლინას, კურულკას, ადამოვკასა და ბარვენკოვოს რაიონებზე. ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგეს თავდასხმები ბოგოროდიჩნოეს დასახლების მიდამოებში”, – აღნიშნავს გენერალური შტაბი.