LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების მიერ 15 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართია განადგურებული

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების მიერ 15 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართია­ განადგურებული.

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ოლენა შულიაკის ცნობით სახელმწიფო სერვისების ონლაინ გვერდზე განაცხადი 220 ათასმა ადამიანმა შეიტანა, ვისი სახლიც ომის შედეგად განადგურდა.

ყველაზე მეტად საცხოვრებელი ფონდი დაზარალდა დონეცკის, ხარკოვის, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში.

„რომ შევხედოთ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა ამ 15 მილიონ კვადრატულ მეტრზე, ეს 800 ათას ადამიანზე მეტია. 800 ათასი ადამიანი დარჩა თავისი სახლის გარეშე, ან სახლი საჭიროებს რემონტს“,- განაცხადა შულიაკმა.

მისივე ცნობით, სარეზერვო ფონდიდან ხელისუფლებამ 1,4 მილიარდი გრივნა გამოყო, რათა ცივი სეზონის დადგომამდე რაც შეიძლება მეტი საცხოვრებლის გარემონტება მოხდეს.