„ვიდრე „პრაიდზე“ წახვალ, ერთხელ მაინც, რომელიმე ქრისტიანულ დღესასწაულზე უნდა იყო ნამყოფი, რომ ამით, პატივი სცე იმ საზოგადოებას, რომელშიც ელჩად გამოგგზავნეს“, – ამ განცხადებით კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართა.
ხაინდრავას მოსაზრებით, ელჩის დანიშნულებაა, გაიცნოს ქვეყანა, გაიგოს ადამიანების ავ-კარგი, რა აღელვებთ, რა მოსწონთ, საით არის მიმართული მათი გონება, მიზნები და შემდეგ ეს მის ხელისუფლებას გააგებინოს, იმისთვის, რომამ სახელმწიფოსთან და ხალხთან მიმართებით სწორი ნაბიჯები გადაიდგას.
კინორეჟისორი ფიქრობს, რომ ელჩს საქართველოს მოსახლეობის რწმენის პატივისცემა მართებს.
„ქალბატონ დეგნანს შევახსენებ, რომ ის იმ ქვეყნიდან არის ჩამოსული, სადაც ფულზეც კი წერია – „ჩვენ გვჯერა ღმერთის“. ამიტომ როდესაც მოდიხარ ქვეყნიდან, სადაც ყველას ღმერთის სჯერა და ჩადიხარ ქვეყანაში, სადაც ასევე საზოგადოების დიდ უმრავლესობას ღმერთის სჯერა, პირველ რიგში, ამ რწმენას უნდა სცე პატივი და შემდეგ – ყველაფერ დანარჩენს, რასაც ეს რწმენა გარყვნილებად განიხილავს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ვიდეო: „ევროპული პერსპექტივა მე ვარ, მე გავაჩინე ევროპული პერსპექტივა“ – ხაინდრავა
