LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ორბელაძე: „ჯანსაღი კვება არ ნიშნავს, რომ ხაჭაპური ან ნამცხვარი არ უნდა შეჭამო…“

სპორტსმენი, ყოფილი ბოდიბილდერი, ფიტნესინსტრუქტორი გიორგი ორბელაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს ჯანსაღი კვებისა და სწორად ვარჯიშის შესახებ:

„ნუ გგონიათ, რომ ფორმაში ყოფნა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს… საკმარისია ელემენტარული წესების დაცვა, მაგალითად ის, რომ 24 საათი ტკბილი არ უნდა ჭამო. მოკლედ, მარტივი მითითებები და ვარჯიში სრულიად საკმარისია. ყველას მიზანი ხომ არ არის, ფიტნეს მოდელივით გამოიყურებოდეს, ნორმალურ ფორმაში ყოფნა კი სასწაულებს არ მოითხოვს. ეს სტერეოტიპია, რომელიც ადამიანებს აშინებთ. ჰგონიათ, რომ 24-საათიანი ვარჯიშისა და შიმშილობის გარეშე ვერაფერს მიაღწევენ. ასე ნამდვილად არ არის…

ყველას ვურჩევ, არანაირი შეზღუდვა არ დაუწესონ საკუთარ თავს. ბევრი შეზღუდვა ნიშნავს დიდ სტრესს, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ დონეზე. სტრესი არ არის ჯანსაღი ცხოვრება. ჯანსაღი ცხოვრება მაშინაა, როცა ვარჯიშითა და სწორი კვებით სიამოვნებას იღებ. ჯანსაღი კვება არ ნიშნავს, რომ ხაჭაპური და ნამცხვარი არ უნდა ჭამო, თუმცა ის, რომ ხაჭაპურის ჭამა შესაძლებელია, არ ნიშნავს, რომ ეს ყოველდღე უნდა გააკეთო და მაინც ფორმაში იქნები. უბრალოდ, ადამიანმა არ უნდა დაისტრესოს თავი შეზღუდვებით, რაც უკუშედეგს იწვევს…“