ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე საპატრულო პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ყოფილ ცოლს მოკვლით ემუქრებოდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია რადიო “ათინათი” ავრცელებს.
როგორც გამოცემა თვითმხილველების ინფორმაციით წერს, მამაკაცს ხელში დანა ეკავა.
“შემოგვესმა ბავშვების განწირული ხმა, დედას უშველეთო, გამოვვარდით. ზუსტად ამ დროს გამოიარა პატრულმა და დააკავა”, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
