მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 05:00-დან 10:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია ცდუნებების, მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის ალბათობა.
არ ღირს მეორეხარისხოვან პრობლემებზე ყურადღების გამახვილება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ტკბილეულის და რძის პროდუქტის მიღებისგან. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, შავი, მწვანე და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ონიქსი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, მშვილდოსანს და მერწყულს.
