LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირადი საკითხების მოსაგვარებლად მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში ოპოზიციონერები – როცა სახელმწიფოს სჭირდება, ნუ მაიმუნობენ: ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს არ შეხვდა, აღნიშნულს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ „პირადი საკითხების მოსაგვარებლად მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში ოპოზიციონერები და ატალახებული აქვთ პაპუაშვილის კარი, ახლა კი როცა სახელმწიფოს სჭირდება, გაახსენდათ, რომ თურმე მასთან შეხვედრა არ შეიძლება და კეთროვანია“.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება და მიუღებელია, როცა პოლიტიკოსები დიალოგზე უარს ამბობენ.

„პაპუაშვილი უუფლებო ჭანჭიკია, რომელსაც არანაირი სიტყვა არ ეთქმის” – ვინ იწყებს კონსულტაციებს მმართველ პარტიასთან

„მთავარი არის ერთი რამ, რაც მე ვერ გავიგე, ესაა საბავშვო ბაღიდან გამოყოლილი ცუდი ზნე ჩვენს პოლიტიკოსებში – “არ დავჯდები, ამაზე არ ვილაპარაკებ, არ შევხვდები”. ბოდიშს ვიხდი, დეტალების თქმა არ მინდა, მაგრამ როცა სჭირდებათ, თავის მატერიალურ ტექნიკური და პირადი საკითხების მოსაგვარებლად მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში ის ოპოზიციონერები, ახლა რომ იძახიან, რომ თურმე პაპუაშვილის კაბინეტს არ გაეკარებიან სათოფეზე. მშვენივრად დადიან თავის პირადი ინტერესებისთვის, ატალახებული აქვთ პაპუაშვილის კარი და სახელმწიფოს როცა სჭირდება, ნუ მაიმუნობენ.

ძალიან კარგად დადიან და დაძვრებიან პაპუაშვილის კაბინეტში პირადი რაღაცები რომ სჭირდებათ, ახლა გაახსენდათ, რომ თურმე პაპუაშვილთან შეხვედრა არ შეიძლება და კეთროვანია პაპუაშვილი, დადიან მატერიალურ ტექნიკურ საჭიროებებზე, ვიღაცას მანქანის დანიშვნა უნდა, ვიღაცას ძველი ხელფასების ჩარიცხვა, რომ არ დადიოდნენ და ბოიკოტში რომ იყვნენ იმ პერიოდის. ამოიღეთ დოკუმენტებით. არავის არ მისცა, მაგრამ ძალიან უნდოდა ზოგიერთ ოპოზიციონერს, რომ დადიოდა და ეხვეწებოდა მანქანა დამინიშნეო, მაგაზე ხომ დადიოდნენ?!”- აცხადებს ელისაშვილი.